logo
ENG


ფოტიგა: რუსეთ-საქართველოს ომმა უკვე აჩვენა, რომ კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვენდოთ
ანა ფოტიგა
06 აგვ, 2022 17:07
ფოტიგა: რუსეთ-საქართველოს ომმა უკვე აჩვენა, რომ კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვენდოთ
  • 757ნახვები

14 წლის წინ რუსეთის ფედერაცია შეიჭრა საქართველოში, რითაც 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი წამოიწყო. მხოლოდ აშშ-ის მტკიცე ერთგულებამ, ასევე ცენტრალური ევროპის ერთიანობამ და პრინციპულობამ პოლონეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მეთაურობით, გადაარჩინეს მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა და შეაჩერეს რუსული ჯარი.

დღეს ნათელია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში გავლენა აქვთ არამხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელი ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, რომელსაც ევროკავშირის შუამავლობით მიაღწიეს, არასდროს იქნა შესრულებული რუსი აგრესორის მიერ. ნების, მონდომებისა და სტრატეგიული აზროვნების არარსებობამ, რომელიც მიმართული იყო კრემლის იძულებაზე - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეესრულებინა და საქართველოს ტერიტორიებიდან გასულიყო, არის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს, არაერთხელ დაერღვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა აგრესია, როგორც ეს დღეს უკრაინაში ხდება.

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს მთლიანად ჩამოშორდეს თავის საბჭოურ წარსულს და შემოუერთდეს ევროკავშირის, რომელთანაც კულტურა, ისტორია და ტრადიციები აკავშირებს

თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა