logo
ENG


ჯაფარიძე: თავდადება, რომელიც 2008-ში ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს აუცილებლად მოიტანს შედეგს
  • 381ნახვები

14 წელი შესრულდა აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ეს დღეები, გვახსოვს ის თავდადება და გმირობა, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს. იმ პერიოდში უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ თავგანწირვამ, რომელიც ქართველებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს მოგვცა საშუალება, რომ მტერი შეჩერებულიყო.

დღეს, მართალია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას დეოკუპაციისათვის და იმისათვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი და მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ბრძოლაში ჩვენთანაა. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და განუხრელად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ კარგად ახსოვთ ის აგრესია, რომელიც რუსეთმა განახორციელა 2008 წლის აგვისტოში და დღეს ჩვენ ვნახეთ სწორედ ეს განცხადებები აშშ-ის, ევროკავშირის და უკრაინის მხრიდან.

სწორედ ეს არის მეგობრობა, პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მისცემს საშუალებას, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ის თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს და ეს შედეგი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის დაბრუნება ცივილიზებულ სამყაროში.

 

განაცხადა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო. 

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა