logo
ENG


მელია: გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი
ნიკა მელია
08 აგვ, 2022 13:30
მელია: გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი
  • 594ნახვები

რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება: 

  • გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას
  • მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას 
  • შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას - თუ ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს. 
  • ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება ასევე შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობას ერთ თვემდე.

ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია. 

ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ. ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს. ქართული ოცნებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა არის ქსენოფობია, შოვინიზმი და გოიმობაა.

უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა: ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით. ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა, თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და უნდა იცხოვრობს ჩვენი წესებით - ისწავლოს ქართული ენა და აღიაროს ქვეყნის საზღვრები. ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე დგას ქართული იდენტობა, რაც თითოეული ჩვენგანის ვალია. 

თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა