logo
ENG


პოდოლიაკი: სავიზო შეზღუდვები რუსეთში აჯანყებისკენ პირველი ნაბიჯია
  • 705ნახვები

რატომ არის საჭირო რუსებისთვის სავიზო შეზღუდვები? 6-თვიანმა ომმა დაამტკიცა: მათ არ ადარდებთ მკვლელობები, დანგრეული ქალაქები, ბირთვული შანტაჟი, ბუჩა ან მარიუპოლი. ვიზების დაკარგვის შესახებ საუბარმა ომის ცნობიერება და პასუხისმგებლობა დააბრუნა. ეს არის პირველი ნაბიჯი რუსეთში აჯანყებისკენ

 

წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები გააუქმონ. ამ ინიციატივას ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა უკვე საჯაროდ მხარს უჭერს - ესენია ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ფინეთი. ამ ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გარვეული სანქციები უკვე აამოქმედეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა