logo
ENG


ჯაფარიძე: პროტესტი უნდა იყოს მზარდი, ხელისუფლება უნდა წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე
  • 941ნახვები

ეს არ არის პარტიების ამბავი. თუ თვლი, რომ ვიღაცები თავზე გასხედან და იქ არიან არალეგიტიმურად, არავის არ აურჩევია, არც უმრავლესობის მხარდაჭერა აქვთ - მათ შენთვის წართმეული ფულით და შენი შვილების გადასახდელი ვალებით იყიდეს ხმები, დააშინეს და დააშანტაჟეს ხალხი, რაც დაამტკიცა იგივე გოგაშვილმა - თუ ამ ყველაფერს იაზრებ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის მხარდამჭერი იყავი ან ხარ. 

[...]

თუ გაიაზრებ, რა წუმპეში ცხოვრობ და გესმის საით მიექანება ეს ქვეყანა, მაშინ შეგიძლია, პროტესტის ფორმა მოიგონო და ადამიანები თვითონ დაორგანიზდნენ

გათვლა უნდა იყოს იმაზე, რომ პროტესტი იყოს მზარდი, სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და საბოლოო ჯამში, კულმინაცია იყოს ისეთი, რომ აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. 

თქვა გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში. 11 აგვისტოს ჯაფარიძემ  განაცხადა, რომ აპირებს პროტესტს სხვადასხვა ფორმით - "დაუმორჩილებლობა, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით", საბოლოო მიზანი კი სწორედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა