გამოძიება იგივე ეტაპზეა, ანუ ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ. მეტი ახალი არაფერი არ გვაქვს ნამდვილად
ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა.