logo
ENG


რუსი ოპოზიციონერი დუგინაზე: სავარაუდოდ, მკვლელობა რუსული სპეცსამსახურის გარეშე არ შემდგარა
  • 653ნახვები

მრავლად იყო პოლიტიკური მკვლელობა რუსეთში, რომელიც არ გახსნილა. მაგალითად ნემცოვის, პოლიტკოვსკაიას. როდესაც მოხდა დუგინას მკვლელობა, იყო სხვადასხვა ვერსია გამოთქმული და მე საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დავუსვი - დავიჯერებ თუ არა ამ ვერსიებს, თუკი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები გამოთქვამენ ვერსიებს, რომ ამ მკვლელობას ექნება უკრაინული კვალი, ალბათ აზოვთან დაკავშირებით.

მართლაც ასე მოხდა, თითქმის არანაირი გამოძიება არ შემდგარა იმიტომ, რომ ვიცით რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის ხარისხი. ეს გვეუბნება, რომ სავარაუდოდ, ეს მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების გარეშე არ შემდგარა. მიზანი შეიძლება, სხვადასხვა ჰქონოდა.

ერთი მხრივ, შეიძლებოდა, რომ ფანატიკურად განწყობილი ომის მომხრეების თავიდან მოშორება იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ უკან დაიხიოს და მოლაპარაკებები დაიწყოს, მაშინ სერიოზული პრობლემები გაუჩნდება მათ "პატრიოტებთან", რომლებიც ამას პუტინს არ აპატიებენ და მას პრობლემები გაუჩნდება ქვეყნის შიგნით.

მეორე ვერსია კი ისაა, რომ რუსეთის დანაშაულებრივ რეჟიმს სჭირდება საკრალური მსხვერპლი იმისთვის, რომ დაუმტკიცოს რუსეთის მოქალაქეებს, რომ ყველაფერი კეთდება უკრაინაში სწორად და გეგმის მიხედვით მიდის, რომ ესენი ებრძვიან ამ ფაშისტებს და ნაცისტებს, რომლებიც პროფესორის შვილებს აფეთქებენ მოსკოვში.

ამბობს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი ფორმულას ეთერში. [სინქრონული თარგმანი]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა