logo
ENG


დუდა: Nord Stream 2-ის ლიკვიდაცია რუსეთისადმი დასავლეთის პოლიტიკის გადასინჯვა იქნება
ანჯეი დუდა
23 აგვ, 2022 17:38
დუდა: Nord Stream 2-ის ლიკვიდაცია რუსეთისადმი დასავლეთის პოლიტიკის გადასინჯვა იქნება
  • 746ნახვები

რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, იმ დროს როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, როდესაც მას უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა "Nord Stream 2"-ის გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი, ლიკვიდაცია იქნება. მარიუპოლის, ბუჩას, კიევის, ხარკოვის შემდეგ, რუსეთი ვალდებულია, არამხოლოდ თებერვლის წინა პოზიციებს დაუბრუნდეს, არამედ სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით.

ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა