ლიეტუველები არ განადიდებენ გორბაჩოვს. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ მისმა არმიამ დახოცა მოქალაქეები, რათა მისი რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გახანგრძლივებულიყო. მისმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს უიარაღო დემონსტრანტებს და ტანკებით გადაუარეს მათ. სწორედ ასე დავიმახსოვრებთ ჩვენ მას.
დაწერა ტვიტერზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 30 აგვისტოს, 91 წლის ასაკში, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა.