logo
ENG


ჰარმსი: გვარამიას დაპატიმრებამ შოკში ჩამაგდო, მაგრამ მაინც გაქვთ შანსი, EU-ს დაუახლოვდეთ
  • 498ნახვები

რაც შეეხება მედიაგარემოს, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. როცა წავიკითხე, რომ ერთ-ერთი თქვენი კოლეგა დააპატიმრეს, რომელიც ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტია, შოკში ჩავვარდი. კარგია, რომ მიუხედავად ამისა ქართველებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ღია კარი და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მედია თავისუფლება და აზრთა პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ფორმულას ეთერში განაცხადა ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა, ვინც თბილისში მიმდინარე საჯარო დისკუსიის "საქართველო, უკრაინა, მოლდოვა- მომდევნო ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე" მოდერატორია. დისკუსიაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები და ექსპერტები იღებენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა