logo
ENG


ჰარმსი: კარგია, რომ საქართველოში გერმანიის ახალი ელჩია - ურთიერთობები ხელახლა განისაზღვრება
  • 454ნახვები

გერმანიის მთავრობა და ასევე პარლამენტი, ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, იცით, რომ იმყოფებოდა ძალიან რთულ პერიოდში რადგან რუსეთის მიმართ არსებული პოლიტიკა აბსოლუტურად წარუმატებელი აღმოჩნდა. მე ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ამჟამად ჩემს ქვეყანაში არის მცდელობა, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს. შესაბამისად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის შეცვლა არის ერთ-ერთი შედეგი ამ მიდგომის შეცვლის, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც პუტინმა უკრაინას ომი გამოიცხადა.  ეს ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი შეცდომების გამოსწორებას, მეტად  უნდა იყვნენ ჩართული სამომავლო პროცესებში. ეს არ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში შეიძლება. მას შემდეგ მივანიჭებთ სტატუსს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, მათ უნდა ჩადონ პოლიტიკური, ეკონომიკური ინვესტიციები სამივე ქვეყანაში.

ჩემი აზრით, ძალიან კარგია ისიც, რომ გვყავს ახალი გერმანელი ელჩიც ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ხელახლა განესაზღვრა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების შინაარსი.

 

ფორმულას ეთერში განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა. 

2022 წლის აგვისტოდან საქართველოში გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერია. ამ თანამდებობას 2018-2022 წლებში ჰუბერტ ქნირში იკავებდა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა