ქართული ელიტის რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელს შევხვდები. მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც და სხვებსაც. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ახლა მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა უკრაინაში ომზეც, იმიტომ რომ ჩემი სპეციალიზაცია სწორედ უსაფრთხოება და თავდაცვაა. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ. ის თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას "დიდება უკრაინას" სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად დაესწრება.