logo
ENG


ჰოჯესი: საქართველოს მართებს სწორი პოზიცია, არ ვიცი, მთავრობა გმობს თუ არა რუსეთის აგრესიას
ბენ ჰოჯესი
05 სექ, 2022 21:31
ჰოჯესი: საქართველოს მართებს სწორი პოზიცია, არ ვიცი, მთავრობა გმობს თუ არა რუსეთის აგრესიას
  • 1111ნახვები

ქართველი ხალხი და საქართველოს პრეზიდენტიც აცნობიერებენ და აღიარებენ რუსეთის აგრესიას და იმას, რომ მთელი ეს ომი რუსეთის სინდისზეა, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინას პროვოცირება არ მოუხდენია. არ ვიცი, რას ამბობს საქართველოს მთავრობა. არ ვიცი, ისინი გმობენ თუ არა ამ აგრესიას. ვფიქრობ, საქართველოს მართებს, გაარკვიოს და ისტორიულად სწორ პოზიციაზე დადგეს. სამწუხაროდ, საქართველოსთვის არასწორი პოზიცია იქნება ძალიან სავალალო, თუ უკრაინა წარმატებული იქნება და საქართველოს მთავრობა კი არ დაგმობს რუსეთს. ეს იქნება საქართველოს მხრიდან სტრატეგიული შეცდომა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინას. ქართველმა ხალხმა იცის, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მათი მომავალი უკეთესი იქნება. ამიტომ, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, სად დადგეს, ვის მხარეს.

განაცხადა გენერალმა ბენ ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

[მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]



ასევე ნახეთ
close დახურვა