logo
ENG


კობახიძე: ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა
  • 1178ნახვები

ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები. ერთი ფაქტორია, რომ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ, მათ შორის, რესურსების კუთხით. რას მოუტანს შესაძლო ომი საქართველოს. ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რასაც, ბუნებრივია, საზოგადოებაც ითვალისწინებს. თეორიულად რომ დავუშვათ, ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში, ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ და ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს, რა თქმა უნდა, ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას, ქართველ ხალხს არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებთ, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

როცა საუბარია დეოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ფასეულობა ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. [...] როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს ის და შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა