logo
ENG


დეგნანი: აშშ-ის ინტერესებში არ შედის, რომ ომი გავრცელდეს საქართველოზე
კელი დეგნანი
15 სექ, 2022 21:30
დეგნანი: აშშ-ის ინტერესებში არ შედის, რომ ომი გავრცელდეს საქართველოზე
  • 560ნახვები

აშშ ძალიან აფასებს საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე, ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად, რაც შეძლო.

სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ - დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა, აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა. 

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და ჩვენს ინტერესებში არ შედის, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასოდეს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე.

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. [იმედის თარგმანი]

 


ასევე ნახეთ
close დახურვა