logo
ENG


დეგნანი: კინზინგერი თქვენი მეგობარია... ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის დაეთანხმება მთავრობას
კელი დეგნანი
15 სექ, 2022 21:58
დეგნანი: კინზინგერი თქვენი მეგობარია... ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის დაეთანხმება მთავრობას
  • 650ნახვები

კონგრესმენი კინზინგერი წარმომადგენლობითი პალატის წევრია, რომელიც ჩვენს სისტემაში მთავრობის სრულიად ცალკე შტოა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია თავისი პოზიციის გამოხატვა. ის, რაც მე ვიცი კონგრესმენი კინზინგერის შესახებ არის ის, რომ იგი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელია. ის საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური მომავლის დიდი გულშემატკივარია. ეს ის საკითხია, რისთვისაც ის მრავალი წელია, მუშაობს. ის საქართველოს მეგობარია, იგი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია.

შესაბამისად, თქვენ კონგრესმენ კინზინგერის სახით ნამდვილი მეგობარი გყავთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება ან ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. სწორედ ამაშია დემოკრატიის ხიბლი, რომ შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამ განსხვავებულობიდან ვიღებთ დებატებს, რასაც იმ პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებამდე მივყავართ, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

 

 

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იმედთან ინტერვიუში. 9 სექტემბერს კონგრესმენმა Twitter-ზე დაწერა: "არ ვიცი, რა შთაგაგონებთ რუსული გავლენის განდევნას, თუ არა ქართული ლეგიონი" და ლეგიონის ვიდეო გააზიარა.



ასევე ნახეთ
close დახურვა