logo
ENG


ღარიბაშვილი: საქართველო იმსახურებს EU-ს სტატუსს, წინ მივიწევთ და ბევრად ვუსწრებთ განრიგს
  • 678ნახვები

წელს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, მოეცა ჩვენთვის ევროპული პერსპექტივა ქმნის ახალ მიზნებს. ისევე როგორც წარსულში, საქართველო შეასრულებს და გადააჭარბებს ამ მიზნებს.

ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა. ჩვენ სრულად ვიაზრებთ, რომ ევროპული პერსპექტივას თან ახლავს პასუხისმგებლობაც ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შესაბამისობის კუთხით. საქართველოს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარდგენით, ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად.

ეს ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ოპოზიციური პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. პარლამენტში თითოეულ პრიორიტეტულ საკითხზე სამუშაოდ ყველა რელევანტური დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. ჩვენ წინ მივიწევთ და ბევრად ვუსწრებთ განრიგს.

მინდა ნათლად განვაცხადო -  საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომელიც მიგვიყვანს წევრობამდე და ჩვენი თაობების ოცნებებს რეალობად აქცევს.

 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა