logo
ENG


კელი: ქართველები უკრაინელებთან დგანან, რადგან იციან რუსეთის სისასტიკე - ბუჩამდე იყო აფხაზეთი
იან კელი
25 სექ, 2022 13:23
კელი: ქართველები უკრაინელებთან დგანან, რადგან იციან რუსეთის სისასტიკე - ბუჩამდე იყო აფხაზეთი
  • 713ნახვები

ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან, რადგან მათ იციან რუსეთის შეჭრის სისასტიკე. ბუჩამდე იყო აფხაზეთი.

 

ტვიტერზე წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი. 

თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, პარტია ევროპულმა საქართველომ და აფხაზთა კრებამ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია დაიწყო.

ორგანიზატორების ცნობით, კამპანიის ფარგლებში შეგროვებული თანხა იმ სისასტიკეების აღმოჩენას და აღრიცხვას, ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებების ჩატარებასა და რუსეთის მიერ აფხაზეთში მოწყობილი გენოციდის აღიარებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას მოხმარდება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა