logo
ENG


გომელაური: რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ საზღვარი ?
  • 549ნახვები

ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის, ოპოზიცია ორადაა გაყოფილი როგორც ჩანს და ევროპაშიც უკვე სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი იძახის ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი იძახის, შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში და არ ებრძოლონ უკრაინელებსო. იქნებ ჩამოყალიბდნენ ოპოზიციაში უნდა შემოვუშვათ თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები.

კრიმინალი შეიძლება, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს...

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბოლო 5 დღის შემდეგ იყო 5 000 - 5 500 ადამიანი, გუშინ წინ იყო 11 200 და გუშინ იყო 10 500-მდე. 

ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიან საქართველოში და დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოს ურიგებდა რუსებს, რომ შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართო... მაშინ არ გახსენდებოდათ? მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის და ახლა დავკეტოთ [საზღვარი] დღეს?

ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ნაკადის ზრდაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა