logo
ENG


კობახიძე: საზღვრის ჩაკეტვა არ იქნება სწორი, დააზიანებს რუსეთში მყოფი ქართველების ინტერესებს
  • 936ნახვები

ჩვენი თანამოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და მათაც აქვთ ინტერესი, რომ შემოვიდნენ საქართველოში, აქედან გამომდინარე აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა არ იქნება სწორი. ეს დააზიანებს ქართველების ინტერესებს პირველ რიგში, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამის მიღმაც არის უამრავი საკითხი, რომელიც უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. მთავარი არის ის, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება პრობლემა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. უკვე მეშვიდე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან.

გომელაურის თქმით, შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ბოლო დღეებში 40-45%-ით გაიზარდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა