ეს დღე ჩვენთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი, იდეის შემახსენებელი. თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის მთლიანობის დაცვა და ჩვენი მტრის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობა არის საფუძველი იმისთვის, რომ მომავალი თაობები არ გავწიროთ იმ უბედურებისთვის, რაც ამდენი წელია ჩვენ თვალწინ ხდება და ჩვენს ქვეყანას თავს ატყდება. ჩვენ ახლა თუ დავუშვებთ იგივე შეცდომას როგორც ქვეყანა, კიდევ თაობებს გავწირავთ ამ ჭაობში და სისხლისღვრაში ყოფნისთვის. ამიტომ არის სამარცხვინო, საზიანო, მოღალატეობრივი ომის შიშით ადამიანების მოტყუება, რომ რუსეთთან ჩაწოლით და დალაგებით გადავრჩებით მსხვერპლს.
ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.