logo
ENG


ზურაბიშვილი: გლოვა არ ყოფნის, უნდა ვიცხოვროთ მომავალში, რომელიც ბევრს მოგვიტანს
  • 567ნახვები

დღევანდელი დღე არის ჩვენს ახლო ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე. ამ დღის და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა არის ჩვენთვის, ყველასთვის ვალდებულება და ეს მეხსიერება არასდროს უნდა დაიკარგოს.

ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა და ამ ერთმა თაობამ გვაჩვენა ყველას და მე ვფიქრობ, ასევე, აფხაზეთის მოსახლეობას აჩვენა, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს 30 წელი, არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, არა მისი განვითარებისთვის. ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მზად, რომ დავინახოთ და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ.

გლოვა არ ყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს და ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ დღეს, როცა რეაქციები იწყება მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა