logo
ENG


ფოტიგა: რუსეთი გადაიხდის საფასურს და განიდევნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან
ანა ფოტიგა
27 სექ, 2022 16:11
ფოტიგა: რუსეთი გადაიხდის საფასურს და განიდევნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან
  • 636ნახვები

29 წლის წინ, ამ დღეს, სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, 250 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაასახლეს. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა.

რუსეთის აგრესია უკრაინაში რუსეთის მიმართ დაუსჯელობისა და დათმობის პოლიტიკის შედეგია. რუსეთი გადაიხდის საფასურს თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება

წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე. დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა