logo
ENG


წულუკიანი ლუკაშენკოზე: ეს არის დაუშვებელი და მე ვიტყოდი, შეუწყნარებელი ფაქტი
  • 758ნახვები

დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში ადეკვატური შეფასებები უნდა გაკეთდეს, რაც ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია და კიდევ მრავალჯერ გაკეთდება. რასაკვირველია, ეს არის დაუშვებელი და მე ვიტყოდი, შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან, ეს მხოლოდ უკანონობა არ არის. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ არ შეიწყნარებს. რასაკვირველია, რეაგირება იქნება. პირველ რიგში, ჩვენი შესაბამისი კომპეტენტური უწყების მხრიდან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. მაგრამ, თუ ეს იყო დაგეგმილი, რომ ამ ამბავს შეუმჩნევლად ჩაევლო, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ჩაივლის.

ძნელი სათქმელია, რას ველოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სურვილებისა თუ რჩევების მიუხედავად, ლუკაშენკო მყარ პოზიციას ყოველთვის ინარჩუნებდა, არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვამბობთ, რომ მისი საქციელი დაუშვებელია და ჩვენ ამას არ შევეგუებით, პირველ რიგში გასარკვევია, რა არის ეს? ეს ახალი ფურცელია ჩვენს ურთიერთობებში თუ არა. მაგრამ, სჯობს, რომ ამ თემაზე შესაბამისმა უწყებამ ისაუბროს. ეს ერთჯერადი აქტიც რომ აღმოჩნდეს, მაინც დაუშვებელია. თუმცა, გასარკვევია, არის თუ არა ეს რაღაცის შესავალი და რასაკვირველია, შესაბამისი ზომებიც იქნება მისაღები. 

აცხადებს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა