"გაივსო რუსებით" - ეს არის სპეკულაცია, იმიტომ რომ აქაც არის მარტივი სტატისტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მანიპულაციას. არსებობს საზღვარზე შემოსვლა-გასვლის სტატისტიკა, რაც აჩვენებს იმას რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც ძალიან დიდი ნაწილი, სავარაუდოდ უმრავლესობა არიან ქართველები. თქვენ იცით, თქვენს გარშემოც ალბათ უამრავი ადამიანი ქართველი, რომელმაც დატოვა რუსეთი, ცხოვრობდნენ იქ ზოგი 10-20-30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში. ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები. მთლიანად რომ ავიღოთ რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს მაქსიმუმ იყოს 20 000 კაცი. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ ეს ელემენტარულად კომიკურია. გადახედეთ ვითარებას, ეს ცარიელი სპეკულაციაა.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსთან ინტერვიუში.
27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.