logo
ENG


დეგნანი: ვაშინგტონი გმობს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
კელი დეგნანი
30 სექ, 2022 14:39
დეგნანი: ვაშინგტონი გმობს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
  • 802ნახვები

ვაშინგტონი გმობს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ საკითხში ქართველი ხალხისა და იმ პოლიტიკური ლიდერების გვერდით, რომლებმაც ხმამაღლა ისაუბრეს და დაგმეს ეს მიუღებელი და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ვიზიტი. ეს ვიზიტი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო, რადგან წინა დღით ჩვენ ვიხსენებდით სოხუმის დაცემის 29 წელს. მე პერსონალურად პატივი მივაგე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრებს. ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებასა და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე. 

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა