logo
ENG


თალაკვაძე: ჩვენ დროს საქართველომ NATO-ში გაწევრიანებისთვის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა
  • 658ნახვები

ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს შეგახსენებთ, რომ ჩვენ ის ხელისუფლება და პოლიტიკური გუნდი ვართ, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ჩვენი ხალხისა და საქართველოს არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. თქვენ კი ის ოპოზიცია ხართ, რომელმაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ NATO-ში გაწევრიანებისთვის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და NATO-ს ეგიდით რეგიონში ყველაზე დიდი წვრთნები სწორედ ქართული ოცნების მმართველობის დროს ჩატარდა საქართველოში. ეს უბრალოდ ფაქტების სახით რომ შეგახსენოთ. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა