logo
ENG


კობახიძე სააკაშვილზე: უკრაინაში აინტერესებთ აქ II ფრონტი, შეიძლება, ექსტრადაცია გაგრძელებაა
  • 663ნახვები

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბუნებრივია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურება იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ხარისხს, სპეციფიკას, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურება. ვიღაცებს აინტერესებთ უკრაინის ხელისუფლებაში, ამას არც მალავენ, აინტერესებთ აქ ვითარების არევა და მეორე ფრონტი და ამის გაგრძელება შეიძლება იყოს ის მოთხოვნაც, რომელიც უკავშირდება ექსტრადაციას.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. გუშინ, 6 ოაქტომბერს, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ უკრაინაში წარსულში მომხდარ ფაქტზე უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის, როგორც დაზარალებულის დაკითხვის მიზნით მისი საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა