მდგომარეობა არის უცვლელი - გამოიყურება ძალიან მძიმედ, იმიტომ, რომ ზოგადი სისუსტე იმდენად მკვეთრია, რომ გადაადგილება დამოუკიდებლად მას არ შეუძლია. იყენებს დამხმარე შესაძლებლობას იმისთვის, რომ 2 ნაბიჯით შეძლოს გადაადგილება. არის სუსტად, კვების პრობლემა არის უცვლელად, ტემპერატურა ახლაც 37.5 აქვს. ძალიან ცოტას ლაპარაკობს - არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს, არ აქვს ძალა და ღონე, რომ ყველა საკითხზე პასუხი გაგვცეს.
ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.