logo
ENG


ამილახვარი: არასრულწლოვანს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, ამაზე პასუხისმგებლობას ვის სთხოვ?
  • 1941ნახვები

ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბუნებრივია, შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს არამხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხებით სერიოზულად?

ეს კომენტარი ქართული ოცნების წევრმა გიორგი ამილახვარმა იქამდე გააკეთა, ვიდრე დენის დარტყმის შედეგად ბავშვის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდებოდა.

დღეს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა