logo
ENG


ოხანაშვილი ჟურნალისტებს: ტრაგედიით მანიპულირებთ, კალაძეს უკავშირებთ - სამარცხვინოა
  • 537ნახვები

ყველაზე მძიმე ის არის, რომ თქვენ ადამიანის და უბედურების ტრაგედიით... სამარცხვინო პოზიციაა, სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ - ტრაგედიით მანიპულირება სამარცხვინოა. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ აქ...

ეს არის უმძიმესი ტრაგედია, 13 წლის ბავშვზეა საუბარი და ოჯახზე, რომელიც ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი. სამძიმარი ამ ოჯახს და ამ ოჯახის ახლობლებს. აქ სიტყვები უადგილოა, უადგილოა ყველას ყველა განმარტება. მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. ყველა სხვა განცხადება, რომელიც გადაგაქვთ ახლა პოლიტიკურ ჭრილში - კახა კალაძეს უკავშირებთ, ოცნებას დაუკავშირებთ, ამას გააკეთებთ, ეს არ გვიკვირს, ეს არის სამარცხვინო.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა

 


ასევე ნახეთ
close დახურვა