logo
ENG


ხოშტარია ტრაგედიაზე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, სამოქალაქო - ჩვენ, ყველას
  • 767ნახვები

არსებობს დანაშაული და პასუხისმგებლობა.

დანაშაული ჩადენილია, ზუსტად ვინ ჩაიდინა უნდა დაადგინოს სამართლებრივმა სისტემამ (რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოშლილია)

პასუხისმგებლობა არსებობს პოლიტიკური, სამოქალაქო და მორალური.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მერს, მიუხედავად იმისა ის ამას აღიარებს თუ არა

სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ ყველას, ჩვენი წარსული ან კონფორმიზმით ან პასიურობით ან აქტიური თანამონაწილეობით. ასეთი მთავრობის ყოლა ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა. ზოგის მეტად ზოგის ნაკლებად. ასევე ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა არ გავჩერდეთ და არ შევეგუოთ. ლუკა სირაძის ამ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბოლომდე რომ გვებრძოლა ეგებ სხვანაირად ყოფილიყო საქმე?

არსებობს კიდევ მორალური პასუხისმგებლობა, სადაც მსაჯული შენი შინაგანი ხმაა. რაც გინდა პოზა დავიჭიროთ დღეს, ეგ მაინც გამოგეკიდება სულ და გაგიმწარებს ცხოვრებას.

რაც უფრო დიდი ხანი და რაც უფრო მეტი ადამიანი გაექცევა ამ პასუხისმგებლობებს და დანაშაულს, მით მეტი უბედურება დაგვატყდება თავს

სოციალურ ქსელში წერს მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა