logo
ENG


კუბილიუსი: ვცდილობთ დავარწმუნოთ ქართული ოცნება, შეწყვიტოს პოლიტიკური თამაშები
  • 778ნახვები

რა თქმა უნდა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს და პარტნიორებს, ძალიან გაგვიხარდებოდა, რომ გვენახა როგორ დაძლევს საქართველო 12-პუნქტიან მოთხოვნებს და გახდება კანდიდატი ქვეყანა. მაგრამ დრო ძალიან სწრაფად მიდის. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ევროკავშირის ლიდერების პოზიციებში. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკური სურვილი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ეს რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე იყო. ევროკავშირის მხრიდან ნათელი გაგება არსებობს, რომ გაფართოება უნდა წავიდეს წინ, უფრო ამბიციურად, უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად. ევროკავშირის ინსტიტუტებს ვუბიძგებთ, რომ წინ იმოძრაონ, და თუ საქართველო ვერ შეასრულებს პირობებს, ნელა იმოძრავებს ამ პირობების შესრულების გზაზე და თუ ის ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, ეს თქვენთვის სასარგებლო არ იქნება. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები; არ ვიცი რა დავარქვა იმას, როცა მმართველი პარტია იმას უყურებს ვინ დაადანაშაულოს, ადანაშაულებს ელჩებს, საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში. მათ [ქართული ოცნება] საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულონ და არა ეძებონ ვინ დაადანაშაულონ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს ხალხს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა.

 

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში



ასევე ნახეთ
close დახურვა