logo
ENG


ინჯია: კალაძე მიმაჩნია მუშა და ვაჟკაცურ პიროვნებად, ყველა გაგებით
ფრიდონ ინჯია
18 ოქტ, 2022 14:28
ინჯია: კალაძე მიმაჩნია მუშა და ვაჟკაცურ პიროვნებად, ყველა გაგებით
  • 886ნახვები

მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც მოხდა გასულ კვირას. ის უბედურება, რაც დაატყდა ერთ ქართველ ოჯახს და მთლიანად საქართველოს. დაიღუპა 13 წლის ბავშვი. მიდის სხვადასხვა ლაპარაკი - გადადგეს კალაძე, გადადგეს მერი. იცით რა, ჯერ ერთი გამოძიება მიმდინარეობს. მეორე - კალაძე დღეს მიმაჩნია ერთ-ერთ მუშა და ვაჟკაცურ პიროვნებად, ყველაფერში, ყველა გაგებით, რა თქმა უნდა, მაგასაც აქვს შეცდომები. მეც მაქვს რაღაც პრეტენზიები, მაგრამ ეს უმნიშვნელოდ მიმაჩნია. ვაცადოთ გამოძიებას. თუ ვინმეს აქვს რამე სხვა ცოდნა ამ გამოძიების ჩატარებაში, მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ წინასწარ ნუ ვიტყვით იმას, რაც მიუღებელია.

ამბობს ევროპელი სოციალისტების დეპუტატი ფრიდონ ინჯია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა