logo
ENG


ხუხაშვილი: დაკავებულთა სპექტრი სისტემურ დანაშაულზე მიანიშნებს, მერის პასუხისმგებლობა აშკარაა
  • 585ნახვები

ქართულ "სამართალში" არსებობს ასეთი ცნება - "დაკავება შეთანხმებით". ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა "ქვეშიდან გამოაძვრენ" და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.

ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება...

მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება "სამსახურებრივი გულგრილობის" კვალიფიკაცია.

წერს Facebook-ზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. დღეს, 18 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 პირი დააკავა.



ასევე ნახეთ
close დახურვა