logo
ENG


ხაზარაძე კალაძეს: არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი, დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა
  • 331ნახვები

კახი, არ გადადგე!..

რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა... ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები — ლენტის გაჭრა, ფეიერვერკები... მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს.

თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.

არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს!

შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა — გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!

არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი — ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?

არ გადადგე!

იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება.

ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის....

ამის შესახებ ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს. ის შსს-ს მიერ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე განცხადებას და გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში შადრევანში დაშავებული ბავშვი მოინახულა და თავისი სახელობის სპორტული მაისური და ბურთი აჩუქა.



ასევე ნახეთ
close დახურვა