logo
ENG


ოხანაშვილი: კალაძის ქმედებები არაა მიმართული პიარკამპანიისკენ, არ სჭირდება პიარკამპანია
  • 870ნახვები

კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის, მით უმეტეს, ამ დროს. შესაბამისად, ესეც სამწუხაროდ, არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე აი ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, თითქოს, პიარკამპნაიით არის დაკავებული. ესეც არის არასწორი შეფასება და კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში შადრევანში დაშავებული ბავშვი მოინახულა და თავისი სახელობის სპორტული მაისური და ბურთი აჩუქა.



ასევე ნახეთ
close დახურვა