logo
ENG


კობახიძე: სისტემური პრობლემა არ ვლინდება, კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი სპეკულაციაა
  • 743ნახვები

ზოგადად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს განსხვავებული სურათი. ამ 5 წლის განმავლობაში განხორციელდა კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი და ეს პროექტები იყო გამორჩეული სწორედ მაღალი ხარისხით, ყველა თვალსაზრისით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არა თუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში, იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.



ასევე ნახეთ
close დახურვა