logo
ENG


კობახიძე: კალაძის მხრიდან ბავშვთან სტუმრობა იყო პასუხისმგებლობის გამოვლინება
  • 738ნახვები

რაც შეეხება ბავშვთან სტუმრობას, რაც შედგა გუშინ, თუ არ ვცდები და შემდეგ ბავშვმა დადო მაისურით ფოტოები. ბავშვთან სტუმრობა როცა ხდება კრიტიკის საგანი, არ ვიცი. ეს იყო მერიის პასუხისმგებლობა, ბავშვი იყო მონაწილე ტრაგიკული გარემოებების და გადარჩა და მერის მხრიდან მასთან სტუმრობა იყო ელემენტარული პასუხისმგებლობის საგანი, რაც გააკეთა კახი კალაძემ. ფოტოების დადებას, ბავშვმა რატომ დადო ფოტოები და მერე ამის გამო ბავშვის ბულინგი, ესეც არასწორი მგონია მე. რაც შეეხება კახი კალაძეს, მისი მხრიდან ბავშვთან სტუმრობა, იყო მერიის პასუხისმგებლობის გამოვლინება

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებშიც ჩანს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში შადრევანში დაშავებული ბავშვი მოინახულა და თავისი სახელობის სპორტული მაისური და ბურთი აჩუქა.



ასევე ნახეთ
close დახურვა