logo
ENG


კობახიძე: 2017-ში ნაცმოძრაობას შეგნებულად მივეცით ომბუდსმენის ოფისი - ამას აღარ დავუშვებთ
  • 1023ნახვები

[ნინო ლომჯარიასთვის მხარდაჭერას] შეცდომას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი შეგნებული ნაბიჯი, მაშინ, თავის დროზე, ნუ იქ ვინ დააყენა ინიციატივა და როგორ, ამას არ ვიტყვი, მაგრამ მაშინ შეგნებულად მივეცით პრაქტიკულად ნაცმოძრაობას, მაშინ ოპოზიციაში ეგენი იყვნენ, სახალხო დამცველის ოფისი. მაშინ ასე მოხდა - ეს იყო 2017 წელს. იმავეს გამეორებას არ ვაპირებთ. მაშინ რაღაც გარემოებები იყო, რამაც გვიბიძგა აქეთკენ - არ ვიცი სწორი იყო თუ არასწორი, მაგრამ ბევრი გარემოება იყო. პრინციპში, ალბათ მაინც სწორი იყო, იმიტომ რომ რაღაცები სდევდა ფონად ამ გადაწყვეტილებას. დღეს არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ იმას, რომ ნაცმოძრაობას დავუთმოთ სახალხო დამცველის ინსტიტუტი. იმიტომ რომ  პირველ რიგში, ჩვენ ვუფრთხილდებით სახალხო დამცველის ინსტიტუტს. თუ რამეს აზიანებდა ნაცმოძრაობის ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, აზიანებდა სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტს. იმიტომ, რომ ის იყო დაკავებული არა ადამიანის უფლებების ზედამხედველობით, არამედ პოლიტიკური ინტერესების გატარებით. საგარეო პოლიტიკაშიც კი ერეოდა - სახალხო დამცველი პირდაპირ კარნახობდა ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას, პირდაპირ საგარეო პოლიტიკას. ნუ საოცრებაა, უბრალოდ სასწაულია.

ასეთ რაღაცას ბუნებრივია არ დავუშვებთ. ჩვენ რამე პრობლემა შეგვიქმნა ნინო ლომჯარიამ? არაფერი, ქართულ ოცნებას ვერავითარი პრობლემა ვერ შეუქმნა, მაგრამ სახელმწიფოს აზიანებდა სწორედ იმით, რომ ის არ ახორციელებდა სახალხო დამცველისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და ამით ინსტიტუტი ამით ზიანდებოდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, აღარ უნდა დავუშვათ ასეთი რაღაცები. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ინსტიტუტებს და მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა