logo
ENG


კობახიძე: იმედი გვაქვს, EU საქართველოს კანდიდატობაზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
  • 593ნახვები

მთავარი მაინც ისაა, რომ ევროკავშირმა მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და ეს არის, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის. ამის შესაძლებლობა, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, რა თქმა უნდა, ჰქონდა წინა შემთხვევაშიც. ასე არ მოხდა და ნუ ჩვენ ამაზე წუწუნს ვერ დავიწყებთ, ნუ წარსულია და როგორც იყო. ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ 12 პუნქტის შესრულებაზე და გვაქვს იმედი, რომ მომავალ წელს, ოქტომბერში იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული.

წესით არ უნდა ჰქონდეს [მნიშვნელობა ამ პროცესში ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას]. თუ ვიღაცას ამის საბაბად გამოყენება უნდა არ ვიცი, მაგრამ წესით ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მთავარია რა თქმა უნდა რეფორმების ხარისხი და ჩვენ ვართ პასუხისმგებლი ამ რეფორმებზე

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა