logo
ENG


ბოლქვაძე რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარებაზე: კულტურაზე მკითხეთ
  • 613ნახვები

მე ასეთ შეკითხვას...დერეფანში გინდათ რომ დამისვათ? ნახვამდის, გასაგებია?! მე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და კულტურაზე მკითხეთ, კი ბატონო. თქვენ პროვოკაციებს მე არ წამოვეგები. მობრძანდით კაბინეტში და მაშინ შეიძლება განვიხილოთ. წინასწარ შემითანხმდით. თქვენი კითხვა შეინახეთ თქვენთვის.

 

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ შაბათის ფორმულას კითხვას: "არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს. საქართველომ ამ რეზოლუაციას მხარი არ დაუჭირა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა