logo
ENG


ზელენსკი: უკრაინა ანგრევს მსოფლიოს ე.წ მეორე არმიას
  • 489ნახვები

დღეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 8 თვე გავიდა. რა იქნა მიღწეული ამ პერიოდში?

ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ამას რუსეთი ვერ შეცვლის. ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას. ახლა ისმის დონბასი, ხარკოვის ოლქი, ხერსონის რაიონი... ზაპოროჟიეს რეგიონიც და ყირიმიც გაიჟღერებს. მოვა დრო და მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება.

უკრაინა ანგრევს მსოფლიოს ე.წ მეორე არმიას. ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება. ის რაღაცას ევედრება ირანს, ცდილობს დასავლეთის სახელმწიფოებიდან რაღაც გამოწუროს - სხვადასხვა სისულელეებს იგონებს უკრაინაზე.

რუსული პოტენციალი იფლანგება ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში. იყო გაზის გავლენა - აღარაა, იყო სამხედრო გავლენა - აორთქლდება, იყო პოლიტიკური წონა - ახლა იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.



ასევე ნახეთ
close დახურვა