logo
ENG


სიმონიშვილი: მადლობა მურუსიძე-გვრიტიშვილს, იარაღით რომ არ დამადგებიან თავზე, ამოვისუნთქე
  • 535ნახვები

განდგომილი 9 დეპუტატი რასაც ლაპარაკობს, ის არის ქართული ოცნების შავი ნარატივი. შავ საქმეს აკეთებენ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას თვითონ ამ ყველაფრის ლაპარაკი არ უნდა და ალაპარაკებენ ამ ხალხს. ახლა საბჭოში აალაპარაკეს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლებიც ერთი ერთში იმეორებენ იმ სიტყვებს და იმ ნარატივს, რასაც ამბობენ ეს განდგომილები თუ ქართული ოცნება... ქართული ოცნების პროპაგანდაც ასეთი იყო - დაიწყეს არასამთავრობო სექტორით და გადავიდნენ მერე უკვე საერთაშორისო პარტნიორებზე და მათ შორის ნახსენები იყო შემდგომ უკვე შეერთებული შტატებიც. რა კონტექსტში იყო ნახსენები, ეს არის კიდევ ძალიან საინტერესო. ეს იყო პირდაპირი ვერბალური თავდასხმა ჩვენზე, მადლობას გადავუხდი ალბათ დიმიტრი გვრიტიშვილს და ლევან მურუსიძეს, იარაღით რომ არ დამადგებიან თავზე, ამოვისუნთქე. არც არავის ეშინია მათი თავდასხმის, ჩვენ შეგვეშინდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს სიტყვებში და ჩვენს სინდისთან მართლები არ ვიქნებოდით.

თქვა საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ფორმულას ეთერში. გუშინ, 26 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან მურუსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა: "მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას".



ასევე ნახეთ
close დახურვა