ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს. მაგრამ მე მინდა გამოვყო მთავარი - ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ერები და ჩვენი სახელმწიფოები. სწორედ ქრისტიანული ფასეულობებით მოვედით ჩვენ დღემდე.
თქვა უნგრეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.