logo
ENG


გვრიტიშვილი: აღარ დაველოდებით ჩვენზე თავდასხმებს, ჩვენ თვითონ შევქმნით დღის წესრიგს
  • 859ნახვები

ჩვენ აღარ დაველოდებით თავდასხმებს ჩვენზე, არ ავეწყობით ვიღაცის დღის წესრიგზე, არამედ ჩვენ თვითონ შევქმნით დღის წესრიგს. ჩვენ ვიქნებით პროაქტიულები, გამოვააშკარავებთ ყველა იმ სუბიექტს, რომელიც არაჯანსაღ მიზნებს ისახავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ცდილობს დააკნინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგალითად თამაშგარე დატოვოს და განხეთქილება შეიტანოს სასამართლო კორპუსში. ასეთ სუბიექტებს ვამხელთ კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში თითიდან გამოწვეული ბრალდებებით ცდილობენ ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას.

იმედი LIVE-ის ეთერში თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელიც 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად აირჩიეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა