logo
ENG


მედვედევი: მსოფლიო კონფლიქტის აცილება მხოლოდ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი
  • 373ნახვები

დასავლეთის ქვეყნების ცნობილი თეზისია: "რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში". რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას.

თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა - ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ, რუსეთისგან მათი გამოყოფა. ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფო არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას. ეს კი ნიშნავს პირდაპირ საბაბს რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მეცხრამეტე პუნქტის გამოსაყენებლად.

და მაშინ, ნება მიბოძეთ გავიგო, ვინ აპირებს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პროვოცირება ბირთვული იარაღის გამოყენებით? მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვების შემთხვევაშია მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი Telegram-ზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა