ერთიანობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? - ერთიანობა, გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? - ერთიანობა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? - ერთიანობა. სანამ დიდ ერთობას არ დაინახავენ, ყველანაირი ილუზია უნდა მოვისპოთ. არანაირი შეწყალება არ იქნება, ხალხო. უზენაესში სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი არ იქნება, სანამ ხალხის ერთობის ძალას არ ნახავენ. ვინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მივდივართ ერთიანობის გზით, ვისაც სხვა გზა აქვს, გვაჩვენოს. დავდგებით ერთად - გავიმარჯვებთ. ერთიანობის შემთხვევაში გავიმარჯვებთ, გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში.
ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა.