logo
ENG


ბოკერია გვარამიაზე: დღევანდელი გადაწყვეტილება ძალის და ივანიშვილის კურსის დემონსტრირებაა
გიგა ბოკერია
02 ნოე, 2022 11:38
ბოკერია გვარამიაზე: დღევანდელი გადაწყვეტილება ძალის და ივანიშვილის კურსის დემონსტრირებაა
  • 473ნახვები

მიუხედავად იმისა რომ ყველანი უკვე წლებია, მიჩვეული ვართ და ნანახი გვაქვს, რომ პოლიტიკური დევნა არის დეკლარირებული ინსტიტუტი ივანიშვილის რეჟიმისა, გვარამიას საქმე ამ სტანდარტითაც გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების ამოცანაც იყო ძალის და იმის დემონსტრირება, რა კურსიც აიღო ივანიშვილის რეჟიმმა. თუ კიდევ იყვნენ წესიერი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ ილუზია, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება და დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს. გვარამიას საქმე არის გამორჩეული. ყველას გვინდა პერსონალურად ამ პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ზეგ რომ რეჟიმმა ვაჭრობისთვის გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს, ამითაც კი არ შეიცვლება ჩვენი დიდი ეროვნული პრობლემის არსი.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა