logo
ENG


ხაზარაძე გვარამიაზე: გადაწყვეტილება აბსურდულია, მაგალითია დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად
  • 586ნახვები

ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება და დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობას.

მიტაცებულია და შურისძიების იარაღადაა ქცეული სასამართლო. შინაარსობრივად კი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდულია, უკანონოა და სამაგალითოა სხვების დასაშინებლად, დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად.

ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პრეზიდენტის გადაწყვეტილება - ნიკა გვარამიას შეწყალება.

ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა და საზოგადოების ინტერესების გამო დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც მიუღია თუნდაც ნიკასგან.

ბიძინას მიერ მართული საბჭოთა პროკურატურის და სასამართლოს თარეში უნდა დასრულდეს!

ქვეყანა ასეთი უსამართლობით - არც ევროპას სჭირდება და არც საქართველოს მოქალაქეებს!

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა